პროექტის მთავარი იდეა: მოიძიონ ინფორმაცია პირველი ქართული ფილმების შესახებ, კინოსტუდია „ქართულ ფილმზე“ და პირველ ქართველ მსახიობებზე.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები მოიძიებენ იმფორმაციას პირველი ქართული ფილმების შესახებ, გაეცნობიან ქართველი მსახიობების შემოქმედების ისტორიას, შეექმნებათ წარმოდგენა ქართულ კინემატოგრაფიაზე. ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას რუსულ ენაში.
პროექტის მიზნები: მოიძიებენ ინფორმაციას და განივითარებენ კვლევის უნარს რუსულ ენაზე. გაეცნობიან ქართული კინოს ისტორიას. ქართულ ენაზე მოძიებულ ინფორმაციას გადათარგმნიან რუსულ ენაზე. გაიმდიდრებენ ცოდნას.
მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ და შეაგროვებენ ინფორმაციას ქართულ კინემატოგრაფიაზე. შექმნიან ბუკლეტებს, გააკეთებენ სტენდს, მოაწყობენ პრეზენტაციას, განივითარებენ მეტყველების უნარს რუსულ ენაზე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
1) თემის შერჩევა და ძირითადი საკითხების ჩამოყალიბება.
2) ჯგუფების ჩამოყალიბება.
3) პროექტის გეგმის შემუშავება.
4) ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება.
5) პროექტის მომზადება.
6) პროექტის პრეზენტაცია
მოსწავლეები გაიყოფიან ოთხ ჯგუფად.მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.შექმნიან ბუკლეტებს.მოაწყობენ სლაიდშოუს.შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით შექმნიან სტენდს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება ხელოვნებასთან ,ისტ–თან .მოსწავლე ქმნის სარეკლამო ხასიათის ტექსტს(ბუკლეტი, აფიშა)
განსაზრვრავს . საკომუნიკაციო სიტუაციას.
.ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს.
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ქობესაშვილი.
ბლოგი: d.qobesashvili.blogspot.com
გისურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteგისურვებ წარმატებას
ReplyDelete